მართალია, შერონ სტოუნი, ჯულიანა მური, ჰაიდი კლუმი და სხვა ვარსკვლავები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან პლასტიკურ ქირურგიას, მაგრამ მაინც ახერხებენ ბრწყინვალე გარეგნობის შენარჩუნებას.
fortuna.ge გთავაზობთ 10 ულამაზეს ვარსკვლავს, რომელიც პლასტიკურ ქირურგიას არ წყალობს:
შერონ სტოუნი – როგორც ჩანს, 61 წლის შერონ სტოუნს ასაკმა ვერაფერი დააკლო. საკუთარი პერსონაჟისგან – ლაურელ ჰედერისგან განსხვავებით, რომელიც ტოქსიკური საცხით ცდილობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, სტოუნს სასაცილოდ ეჩვენება 20 წლის გოგონას იმიჯს გამოკიდება, მხნეობას და არაჩეულებრივ ფორმას კი, რეგულარული ვარჯიშებით, სწორი კვებითა და კანის მოვლით ინარჩუნებს.
მერილ სტრიპი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მსახიობი იმ ქალბატონების რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც არასდროს აშინებდა სიბერე, რადგან სწორედ ასაკოვანმა მიიღო მირანდა პრისტლის როლი ფილმში ,,ეშმაკი ატარებს პრადას”. სტრიპი ნაკლებად ამართლებს პლასტიკურ ქირურგიას და საერთდ არ ესმის კოლეგების, რომლებიც მუდმივ ბრძოლაში არიან საკუთარ თავთან.
ჰაიდი კლუმი – საკუთარ თავში დარწმუნებული ჰაიდი კლუმი, რომელიც ერთნაირად წარმატებული აღმჩნდა როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში პლასტიკური ქირურგიის გარეშეც ბრწყინვალედ გამოიყურება, რომელიც მხოლოდ დროის უაზროდ ხარჯვად მიაჩნია.
ქეით უინსლეტი – მსახიობმა, რომელიც ამორალურად მიიჩნევს ბუნებრივ პროცესებში ჩარევას, კოლეგებთან რეიჩელ უაიზთან და ემა ტომპსონთან ერთად პლასტიკურ ქირურგიასთან ბრძოლის ბრიტანული ლიგაც კი შექმნა. სხვათაშორის, უინსლეტი არც მომქანცველ დიეტებს ემხრობა და არასდროს ამბობს უარს გემრიელად მირთმევაზე.
სელმა ჰაიეკი – მსახიობი დარწმუნებულია, რომ ყველა ადამიანი თავისებურად ლამაზია, უბრალოდ ყველას არ გამოსდის მისი გამოყენება. ჰეიეკი აღიარებს, რომ ასაკთან ერთად მისმა სხეულმაც განიცადა არასასიამოვნო ცვლილებები, თუმცა არაფრის კორექტირებას არ გეგმავს, რადგან დაბერების პროცესში კატასტროფულს ვერაფრს ხედავს.
ჯულიანა მური – 58 წლის მსახიობს გაახალგაზრდავების არცერთი პროცედურით არ უსარგებლია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ნახევრად შიშველი სიამოვნებით პოზირებდა თეთრეულის რეკლამისთვის. მურს ბუნებრივად დაბერება ურჩევნია და თვლის, რომ პლასტიკურ ჩარევას მხოლოდ ზიანი მოაქვს, რადგან ბუნებრივ პროცესებთან ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში მარცხით სრულდება.
ემა ტომპსონი – პლასტიკურ ქირურგიასთან ბრძოლის ბრიტანული ლიგის ორგანიზატორი დარწმუნებულია, რომ სასარგებლო საქმის კეთებაში დროის ხარჯვა ყოველთვის უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მუდმივი კონსულტაციები ქირურგებთან. ტომპსონი არც ნაოჭებს ერიდება, არც საკუთარ ასაკს მალავს და თვლის, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში მშვენიერია.
დაიან კიტონი – ბოლო ფილმი ,,თანაშემწეები” დაიან კიტონის მონაწილეობით 2019 წელს გამოვიდა ეკრანზე. მსახიობს ნაადრეად ეჩვენება დამსახურებულ პენსიაზე ფიქრი და იმედი აქვს, რომ 73 წლის ასაკშიც შეძლებს რეჟისორების დაინტერესებას. ნაკლებად ამართლებს პლასტიკურ ქირურგიას, ახალგაზრდობის იძულებით შენარჩუნებას და ყველას ჯანსაღი ცხოვრების წესის, კვების და ვარჯიშის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს.
ჯოდი ფოსტერი – ჰოლივუდის ყველაზე ინტელექტუალურ მსახიობად აღიარებული ფოსტერი თვლის, რომ ყველას აქვს არჩევანის უფლება და ყველამ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ არა პლასტიკური ქირურგიისთვის მიმართვა. თავად ნაკლებად მოსწონს მსგავსი პროცედურები, რაც არცაა გასაკვირი, რადგან სოლიდური ასაკის მიუხედავად, მაინც ბრწყინვალედ გამოიყურება.
ქეით ბლანშეტი – პლასტიკური პროცედურების მანიპულირებით მარადიული ახალგაზრდობის შენარჩუნება ბლანშეტს სასაცილოდ მიაჩნია, რადგან თვითონ მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრების და კვების პრინციპებს ითვალისწინებს. მართალია, მსგავსი მეთოდი ბევრად რთული და შრომატევადია, ვიდრე ერთ წუთში გაახალგაზრდავება, მაგრამ საბოლოოდ მაინც ბუნებრივი სილამაზე ამართლებს.