LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: „რუსული გაზაფხული?“ არა.. ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა

68
756614218456798

„რუსული გაზაფხული?“ არა.. ფანტასტიკური უკრაინული შემოდგომა – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები დატოვეს.

„ჩვენ უკვე იზიუმში ვართ. მედესანტეები თავდაჯერებულად აგრძელებენ წინსვლას” – რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია

პოდოლიაკის თქმით, ეს “რუსეთის ბარბაროსული იმპერიის დასასრულის დასაწყისია”.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი კი ამბობს, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის სამხედროებისგან ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებ.

უკრაინის სამხრეთში, სხვადასხვა მიმართულებაზე კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმიამ რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g