LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზნიკოვი: კიდევ რამდენიმე გამარჯვება და რუსები გაიქცევიან

77
zelenskii-predlozhil-rade-naznachit-reznikova-glavoi-minoborony-ukrainy-r1e0j2vc-1635949622

„დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე წარმატება ფრონტზე, თუნდაც უმნიშვნელო და რუსული ჯარები გაიქცევიან”,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ოლექსი რეზნიკოვი ომის დასრულების თარიღის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კიდევ რამდენიმე თუნდაც მცირე გამარჯვების შემდეგ, რუსები გაქცევას დაიწყებენ.

„დამიჯერეთ, რადგან დღეს ჩვენ ვანგრევთ მათ მიწოდების ქსელებს, საწყობებს და ა.შ.“,- აღნიშნა რეზნიკოვმა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, უკრაინელებმა უკვე ნახეს, თუ როგორ გაიქცნენ ოკუპანტები კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებიდან, როდესაც დამცველებმა მათი იქიდან გამოძევება დაიწყეს.

ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის არმიის სამხედროებისგან ქალაქ კუპიანსკის განთავისუფლების შესახებ.

უკრაინის სამხრეთში, სხვადასხვა მიმართულებაზე კონტრშეტევითი ოპერაციის ფარგლებში უკრაინის არმიამ რამდენიმე ათეული კილომეტრით წინ წაიწია. ამის შესახებ უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g