LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობის და ნგრევის ხელშემწყობია

147
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კიევი “ომის ხელშემწყობს” უწოდებს.

მას შემდეგ რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ეძებს გზებს საიმისოდ, რომ რუს ათლეტებს თამაშებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს პოდოლიაკმა თქვა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ომის, მკვლელობის და ნგრევის ხელშემწყობია.

“ის სიამოვნებით ადევნებს თვალს რუსეთის მხრიდან უკრაინის განადგურებას და შემდეგ რუსეთს სთავაზობს გენოციდის წამახალისებელ პლატფორმას, ხელს უწყობს სამომავლო მკვლელობებს. როგორც სჩანს, რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ ფარისევლობას ყიდულობს, არ აქვს უკრაინული სისხლის სუნი” – დაწერა პოდოლიაკმა ტვიტერზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები