LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოდოლიაკი: „სამდღიანი“ ომის 210-ე დღე, რუსებმა მიიღეს – მობილიზაცია, ჩაკეტილი საზღვრები და ციხე დეზერტირობისთვის, ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს

57
Untitled design (1)

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას უკრაინაში აფასებენ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს:

„სამდღიანი“ ომის 210-ე დღე. რუსებმა, რომლებიც უკრაინის განადგურება მოითხოვდნენ, საბოლოოდ მიიღეს: მობილიზაცია; ჩაკეტილი საზღვრები და დაბლოკილი საბანკო ანგარიშები; ციხე დეზერტირობისთვის და ვაგნერის სპეცრაზმები – სამხედრო კომპანიაში „გაშვებულებისთვის“. ყველაფერი ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიდის, არის? ცხოვრებას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

ამასთან პოდოლიაკი „როიტერთან“ აღნიშნავს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადება მოსალოდნელი იყო და ის ხაზს უსვამს, რომ ომი მოსკოვის გეგმის მიხედვით არ ვითარდება.

როგორც მან განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ცდილობდა “არაპროვოცირებული ომის” დაწყებისა და რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების პასუხისმგებლობა დასავლეთზე გადაეტანა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

საუბარია ნაწილობრივ მობილიზაციაზე, რაც ნიშნავს, რომ სამხედრო სამსახურში გაიწვევენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება და უპირველესად მათ, ვისაც უმსახურია შეიარაღებული ძალებში, აქვს გარკვეული რაიმე სპეციფიკური სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.

პუტინი: ვინც რუსეთის ბირთვული იარაღით დაშანტაჟებას ცდილობს, უნდა იცოდნენ, რომ მოვლენები, შესაძლოა, მათ საწინააღმდეგოდ შემობრუნდეს

უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g