LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი თავყრილობა – შალვა პაპუაშვილი

79
შალვა პაპუაშვილი

მაშინ, როდესაც კომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ამ აქციის ორგანიზატორი გახლავთ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთა “სირცხვილია”, რომელიც ცნობილია, მათ შორის ძალადობრივი აქციებით და ასე შემდეგ და თავად “ნაციონალური მოძრაობა”, შესაბამისად, არის ამ აქციის ორგანიზატორი – ეს ერთი. მეორე, რანაირად შეიძლება, რადგან ამბობენ, რომ 24 ივნისის ევროპული საბჭოს სხდომის წინ სურთ, როგორღაც თითქოს, ხმა გააგონონ, ხალხის მზაობა აჩვენონ, ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც კომისია ამბობს, რომ ყველა უნდა შეეცადოს დეპოლარიზაციას, სწორედ პოლარიზაციის გაზრდის მიზანს ემსახურება ხვალინდელი ეს თავყრილობა.

მოთხოვნებს ვხედავთ, დაწყებული იმით, რომ გავყაროთ ეს ხელისუფლება და დამთავრებული, სხვათა შორის, გიგა ბოკერიას ჰქონდა განცხადება, სისხლისღვრა და ასე შემდეგ. ამ ტერმინების გამოყენება, მოვლენების განვითარების მაიდანთან შედარება, თავიდანვე აჩვენებს, რომ არის დეტრუქციაზე მიმართული აქცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები