LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პოლიცია სიტუაციის მიხედვით მოიქცევა” – პარლამენტთან საპროტესტო აქციები გრძელდება

119
77218554-444129039811444-7244654992697589760-n - Copy

დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან. მათი მიზანი უცვლელია – საპროტესტო აქციები და საკანონდებლო ორგანოს პიკეტირება. ამ დროისთვის პარლამენტთან სიმშვიდეა და აღარც რკინის ჯებირებია აღმართული. თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ სამართალდამცველები სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებენ.

„ამ დროისთვის სრული სიმშვიდეა. პარლამენტთან რკინის ჯებირები არ დგას. მოძრაობა თავისუფალია, მანქანებსაც და ქვეითად მოსიარულეებსაც გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ. პოლიცია სიტუაციის მიხედვით მოიქცევა. ამ ეტაპზე რთულია წინასწარ რაიმეს თქმა. თუ საჭიროება მოითხოვს, ბუნებრივია, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული. თუმცა ამ ეტაპზე სიმშვიდეა და პოლიციაც დიდი რაოდენობით არ არის“, – აცხადებენ უწყებაში.

თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს კანონის დაცვისკენ და პროტესტის მშვიდობიან ფარგლებში გამოხატვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეკრებილებს პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას ან ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის უფლებას არ მისცემენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.