თბილისის პოლიციის #4, დიდი დიღმის განყოფილებაში სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორი გრიგოლ ჭანტურია გამოკითხვაზე მივიდა.
გრიგოლ ჭანტურიამ გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
საცხოვრებელი კორპუსი, რომელშიც გუშინ აფეთქება მოხდა, “ლ ჯგუფის” აშენებულია. დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ ყოფილა, თუმცა ჩაუბარებელ კორპუსში ცხოვრება სამართალდარღვევად არ ითვლება. (2009 წლის დადგენილების მიხედვით).
დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ საღამოს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი. დაშავდა რვა ადამიანი. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.