წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობიდან კაცის გადმოხტომის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა
მათივე ცნობით, შეტყობინების საფუძველზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.