LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინფორმაციის გამოქვეყნება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს“ – ლონდა თოლორაია სააკაშვილს პასუხობს

90
ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პასუხობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან მიაწოდეს.

როგორც თოლორაიას პასუხში ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი (რასაც სამსახური პატივს სცემს), საგამოძიებო ორგანო უპირველეს ყოვლისა ხელმძღვანელობს კანონით.

„სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არის სამართლებრივი პროცესი. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს ქმედება უნდა იყოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისი.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრე მკაცრად განსაზღვრულია. მით, უფრო იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზედაც არ არის დასრულებული გამოძიება და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

შესაბამისად, გამოძიების დასრულებამდე სისხლის სამართლის საქმის მასალებისა (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება, საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

მით უფრო იმ პირობებში, როდესაც სამსახურს არ აქვს მიღებული მნიშვნელოვანი ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების ავთენტიკურობის დამადასტურებელი დასკვნები, “- ამბობს ლონდა თოლორაია.

ქალბატონო ლონდა, მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ მეც და თქვენც ახლა საერთო მოკავშირე გვყავს - სააკაშვილი თოლორაიას მიმართავს

"მინდა მოვუწოდო ქალბატონ ლონდა თოლორაიას, გამოაქვეყნოს მათ ხელთ არსებული ყველა ვიდეო კადრი და შუალედური დასკვნა გამოძიებასთან დაკავშირებით", - წერს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის (რომლებსაც გამომძიებელი აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და აქვთ საგამოძიებო ორგანოსთან შეფერხების გარეშე კომუნიკაციისა და მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა) ცნობილია, რომ მხოლოდ მათი თანხმობა ან/და სურვილი ვერ გახდება საქმის მასალების გასაჯაროების საფუძველი.

სახელმწიფო ინსპექტორი აღნიშნავს, რომ მასალების გასაჯაროების გადაწყვეტილება მიღებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე არ შეექმნება პროცესის მონაწილეთა უფლებებს, უსაფრთხოებას და ეს არ იქნება გამოძიების შემაფერხებელი.

„სამსახური, აქტიურ კოორდინაციაში რჩება ადვოკატებთან და გააგრძელებს მათთვის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, “- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და კიდევ ერთხელ მოუწოდა ლონდა თოლორაიას, სანამ თანამდებობის ვადა ამოეწურება გაასაჯაროოს მის საქმეზე გამოძიების შუალედური დასკვნის შედეგები და ვიდეომასალები.

 

 

პოპულარულები