LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუგალიაში 4-დღიანი სამუშაო კვირის მოდელს ტესტავენ

63
work (1)

პორტუგალია ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის მთავრობამ კერძო სექტორსა და პროფკავშირებს შესთავაზა, რომ ხელფასების შემცირების გარეშე, ოთხდღიან სამუშაო გრაფიკზე საცდელი პერიოდით, ნახევარი წლით, გადასულიყვნენ.

საპილოტე პროექტი უკვე დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ადგილობრივი კომპანია ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადადის, ხოლო თანამშრომლების ხელფასი იგივე რჩება.

ქვეყნები, სადაც კვირაში 4 დღე მუშაობენ - რამდენად გაამართლა ახალმა მოდელმა

იდეის ითვალისწინებს იმას, რომ თანამშრომლები იმუშავებენ კვირაში ოთხი დღის განმავლობაში და აიღებენ იმავე ხელფასს, რაც 5-დღიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში ჰქონდათ.

პროექტში ჯერ მხოლოდ რამდენიმე კერძო კომპანია მონაწილეობს, თუმცა სამომავლოდ ახალი სამუშაო გრაფიკის დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებშიც იგეგმება. პროექტი 2023 წლის ზაფხულში დაიწყება და ექვს თვეს გაგრძელდება.

პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, უფრო მოქნილი განრიგი ჰქონდეთ, რაც, თავის მხრივ, სატრანსპორტო სისტემას განტვირთავს. ამასთან, თანამშრომლებს მეტი დრო ექნებათ ოჯახთან გასატარებლად, ასევე, ჰობისთვის ან საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები