რომელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასები და სად არის ამ კუთხით საქართველო – რომელ პოზიციაზე ვიმყოფებით და რა რაოდენობის ხელფასით?

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა არსებობა შეწყვიტა, მის ადგილზე 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომლებმაც საკუთარი განვითარების გზა აირჩიეს.

საინტერესოა, რომელმა ქვეყანამ მიაღწია წარმატებას ეკონომიკაში, სად არის ყველაზე მაღალი ცხოვრების დონე და სად აქვთ მისაღები საშუალო ხელფასები?

აღსანიშნავია, რომ თითოეულ ამ პოსტსაბჭოთა ქვეყანას აქვს საკუთარი ეროვნული ვალუტა. ამიტომ, საშუალო ხელფასების შესადარებლად მათ ამერიკულ დოლარში გთავაზობთ.

მე-15 ანუ ბოლო ადგილზე ტაჯიკეთია, სადაც ყველაზე მცირეა საშუალო ხელფასის ოდენობა და 120 დოლარს შეადგენს.

მე-14 პოზიციაზე 177 დოლარით უზბეკეთია – შუა აზიის ამ ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ ნელა იზრდება.

მე-13 ადგილზე თურქმენეთი მოხვდა -198 დოლარით. ეს ყოფილ საკავშირო რესპუბლიკებს შორის ყველაზე დახურული ქვეყანაა.

მე-12 ადგილი: ყირგიზეთი 204 დოლარი

მე-11 ადგილი: უკრაინა 263 დოლარი

მე-10 ადგილი: მოლდოვა 288 დოლარი

მე-9 ადგილი: აზერბაიჯანი 299 დოლარი

მე-8 პოზიცია: სომხეთი 397 დოლარი. სომხეთს აქვს შანსი გაიუმჯობესოს მდგომარეობა, ახალი ხელისუფლების პირობებში

მე-7 ადგილი: ბელარუსი 402 დოლარი

მე-6 პოზიცია: საქართველო 413 დოლარი

მე-5 ადგილი: ყაზახეთი 432 დოლარი

მე-4 ადგილი: რუსეთი 657 დოლარი

მე-3 პოზიცია: ლიეტუვა 903 დოლარი

მე-2 ადგილი: ლატვია 1009 დოლარი

1-ლი ადგილი: ესტონეთი 1313 დოლარი

მსგავსი თემები