LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოზნერი ომის შემდეგ სააკაშვილისა და მერაბიშვილის პირადი მოწვევით იყო ჩამოსული, სად იყო მაშინ საზოგადოების რეაქცია? – ლადო ბოჟაძე

1357
BeFunky-collage (7)

პოზნერის ვიზიტი თბილისში, რომელმაც ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ჩაირა, საზოგადოების ნაწილმა პუტინის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ თავდაცვის აქტად შეაფასა,  ნაწილისთვის კი ასეთი “კონცერტების” დადგმა მიუღებელი აღმოჩნდა.

კვირის მთავარ თემასა და პოლიტიკურ შეფასებებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში “კვირის თემა” გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოზნერის ვიზიტი პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად იქცა.

“ახლა, როცა გაჩნდა იმის შანსი, რომ ზაფხულიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო ტურიზმი განვითარდეს და არავისთან დასამალი არ არის, რომ ტურისტების დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთიდან არის, ჩნდება კიდევ ერთი ფაქტორი, რაც შეიძლება რუსეთმა კარგად გამოიყენოს – მოუწოდოს საკუთარ მოქალაქეებს აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში და ძალიან ბევრი ადამიანის შემოსავლებზე აისახება.

ეს რეაქციები რამდენად იყო შეთანხმებული ოპოზიციასთან ამას მომავალში ვნახავთ. გავრილოვისგან განსხვავებით ეს სულ სხვა შეხვედრა იყო. გახსოვთ, რომ გავრილოვის ჩამოსვლა არ იყო პრობლემა, არამედ მისი პარლამენტის სპიკერის სკამში დაჯდომა და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. შემდეგ კი სხვანაირად განვითარდება მოვლენები. იგივე მოხდა ფაქტობრივად, გუშინაც.

სხვათაშორის, პოზნერი არა მხოლოდ ახლა იყო ჩამოსული, არამედ აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან მალე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირადი მოწვევით.

პოზნერი არის აშშ-ის მოქალაქე. რუს პროპაგანდისტად ბევრი შეიძლება მოინათლოს, როცა ჩამოვიდა, მაშინ ხომ არ გახდა? 87 წლის ადამიანია, ვიცით მისი დამოკიდებულება წინა ხელისუფლების დროს, დღეს, ომამდე და ომის შემდგომ. თუ პირველად არ ჩამოსულა, სად იყო საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც ჩვენ გუშინ ვნახეთ“.- აღნიშნა ლადო ბოჟაძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ვიზიტს ხმაურიანი აქციით აპროტესტებდა.

“მაგალითად, მინდია გულუას ასე ვთქვათ, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი მაქარაშვილი. ლავროვის საყვარელი სტუდენტი – ელენე ხოშტარია. გუშინ გაპოლიტიკოსებული ადამიანები, ნინო ბურჯანაძე, რომელიც არაერთხელ იყო პოზნერის სტუმარი და ა.შ. საინტერესოა, რატომ არიან ერთიდაიგივე ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პასუხისმგებლობა უფრო მეტი აქვთ რუსეთთან კონფლიქტის გამო, ვიდრე ვიღაცის ჩამოსვლა. ამ თემაზე ყოველთვის გვექნება განსხვავებული შეფასებები, მაგრამ როდესაც ოკუპანტ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ პარტიული მიდგომა არ უნდა გვქონდეს.

30 წელია ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს აბრალებს რუსეთის აგენტობას. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას დროიდან, შემდეგ მისი მხარდამჭერების უმეტესობა წავიდა რუსეთში. მერე იყო საუბარი, რომ შევარდნაძე რუსეთის ჩამოყვანილია, არადა ნატოს და ევროკავშირის კარს პირველი შევარდნაძემ მიუკაკუნა.

ვიღაცა რაც არ უნდა კარგად ან ცუდად აკეთებდეს რამეს, ამის გამო რუსეთის აგენტად მოვნათლოთ, სწორი არ არის. რუსეთი ყველასთვის არის შეთანხმებული, რომ ჩვენი მტერი, მაგრამ სანამ ჩვენ მხოლოდ პატრიოტიზმზე ვილაპრაკებთ და არ დავფიქრდებით იმაზე, რომ თუ რა უძღოდა აგვსიტოს ომს წინ და რა მოხდება ხვალ, მუდმივად ამ რეჟიმში დავრჩებით”- განაცხადა ლადო ბოჟაძემ გადაცემაში “კვირის თემა”.

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები