LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი – „ბუსტერს” აზრი არ აქვს – ერთი მინისტრი, რომლის გვარსაც არ ვიტყვი, 4-ჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“

468
1608641773-ირაკლი-რაღიბაშვილი3

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ “ბუსტერ” დოზის გაკეთებას არ აპირებს, რადგან აზრი არ აქვს.

ის ასევე განმარტავს, რომ იმ პირს, ვინც “ომიკრონი” გადაიტანა, უფრო მაღალი იმუნიტეტი აქვს, ვიდრე “ბუსტერ” დოზით აცრილს.

პრემიერი: ანტივაქსერს მეძახიან ადამიანს, რომელმაც 5 მილიონი ვაქცინა შემოვიტანე

“„ომიკრონის“ გადატანილი უფრო მაღალი იმუნიტეტის მქონეა, ვიდრე “ბუსტერდოზიანი”. ერთი მინისტრი, რომლის გვარსაც არ ვიტყვი, ოთხჯერ იყო აცრილი, მაგრამ მაინც დაემართა „ომიკრონი“. მაშინ ამიხსენით რა ხდება?! ვარ თუ არა მართალი?! მე რომ არ ვყოფილიყავი „ფაიზერით“ აცრილი ორჯერ, იმის ალბათობა, რომ უფრო რთულად გადავიტანდი „ომიკრონს“, იყო საკმაოდ მაღალი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g