LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: “ჩვენ, პანდემიის გარდა, სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც, ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორსაც – თავად ვირუსი”

46
fsfsfsfsfsf

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა.

სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.

„მოდით, ცოტა ხნით, გავიაზროთ გასული წლის გაკვეთილები და ჩვენი კოლექტიური ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ. ურთიერთდახმარებისა და მეგობრობის წყალობით, ჩვენ ეფექტიანად გავიკვლიეთ გზა საერთო, გლობალურ გამოწვევებში. ჩვენ წინ დავუდექით გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ერთი წუთითაც ვერ მოვეშვებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ. რათა ჩვენი ხალხი უსაფრთხოდ იყოს. ჩვენ, პანდემიის გარდა, სხვა საფრთხეებიც გვაქვს, რომლებიც, ისეთივე დესტაბილიზაციას იწვევს, როგორსაც – თავად ვირუსი. ბოლო წელს, დედამიწაზე, დრამატული გეოპოლიტიკური მოქმედებების განვითარება გრძელდებოდა. რუსეთი არ შეჩერებულა დესტაბილიზაციის მცდელობების კუთხით. მას უკანონოდ უკავია ჩვენი ტერიტორიის 20%. გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები