LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი ნამახვანჰესზე: უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ, მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა

67
ipiccy-image (1)

ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი: რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონკრეტულად ნამახვანჰესზე ისაუბრა: „უნდა ითქვას პირდაპირ და ალბათ, მთავრობის ბრალიც არის, არასათანადო კომუნიკაციის და კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ნაკლები ძალისხმევა მოხდა იმ დროს მთავრობის, 2 წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე დაიწყო მუშაობა – ნამახვანზე. ალბათ, მოსახლეობას ვერ აუხსნეს და შეიძლება პირობებიც იყო ისეთი, რომელიც მიუღებელი იყო, სუფთა ემოციურ დონეზე, ნებისმიერი ქართველისთვის. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, მოგეხსენებათ, „ენკამ“ განაცხადა, რომ გადის პროექტიდან და შეიძლება სახელმწიფოს ელაპარაკება და ჩემი განცხადება არ მინდა, რომ გამოყენებულ იქნას ჩვენს წინააღმდეგ.

ზოგადად, ჰესების მიმართ პოლიტიკა უნდა იყოს შემდეგი: რაც ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სჭირდება – ასე უნდა მივუდგეთ. თუ ამა თუ იმ პროექტს დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმ რეგიონისთვის, იმ მოსახლეობისთვის, რომელიც ცხოვრობს იმ რეგიონში, უნდა გავაკეთოთ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები