LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია

156
ირაკლი ღარიბაშვილი

„უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ჩვენ სოლიდარობა შეგვიძლია ისე, როგორც უკვე გამოვხატეთ.

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

„თქვენ თუ გინდათ იმის დემონსტრირება, რომ მაშინ იყო ჩამოსული… სოლიდარობა ჩვენ შეგვიძლია ისე, როგორც გამოვხატეთ.

კითხვაზე – ვაპირებ თუ არა კიევში ჩასვლას, კარგად მოგეხსენებათ დაკეტილი არის საჰაერო სივრცე. არათუ მე, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში. პასუხი შესაბამისია.

სამწუხაროა, დიდი გულისტკივილით ვუყურებ იმ სცენებს, რომელიც უკრაინაში ხდება. როგორ იჩაგრება უკრაინელი ხალხი.“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ – რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია: ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g