LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ვგეგმავთ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას, ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული

75
mtavroba-6543876546568

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავამკაცროთ რეგულაციები. ნებართვის გაცემის პროცედურები უნდა გაკონტროლდეს მკაცრად და ასეთი შეცდომა მეორედ აღარ უნდა იქნას დაშვებული”,- ეს განცხადება პრემიერმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიაზე საუბრისას გააკეთა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგება გვერდში.

“მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები და მართლაც დიდი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით იმისთვის, რომ მაქსიმალურად დროულად ყველას გადაეცეს საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში და ამას გარდა, ფულადი კომპენსაციები იმისთვის, რომ შესაბამისი პირობები მოაწყონ საკუთარ სახლებში,” – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოში გლოვის დღეა – მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი.

შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g