LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება… შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა: გია ვოლსკი

56
გია ვოლსკი

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა“, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ეხმიანება და აცხადებს, რომ „პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა“.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან.

პრეზიდენტის პოზიცია არის მისი კონკრეტული პოზიცია, ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური: გივი მიქანაძე

პრეზიდენტმა ადეკვატურად შეაფასა „ქართული ოცნების“ ნაბიჯი: ხათუნა სამნიძე

„ვფიქრობ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა და გაუქმება კარგი არ არის, მით უმეტეს, რომ შეთანხმების პათოსი ითვალისწინებდა, რომ პოლიტიკურ პარტიებს კონსენსუსის მიღწევის საშუალება უნდა მოეძებნათ. პრეზიდენტის განცხადებას მნიშვნელოვნად აკლდა დაბალანსება, რადგან შეთანხმებიდან გასვლას სერიოზული საფუძველი და წინაპირობა ჰქონდა.

პრეზიდენტმა ვითარება ისე გაანალიზა, როგორც თავად ხედავს. გაანალიზა შედეგები, საკმაოდ ცუდია ის შედეგი, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე პარტიები ვერ ნახულობენ რესურსს, რათა საერთო პოზიციები შეიმუშაონ ამა თუ იმ მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში. როცა ვითარებას აფასებ, უფრო ზუსტი და დაბალანსებული უნდა იყო, რადგან მმართველ პარტიას გარკვეული ვალდებულებები აქვს, მაგრამ რეალურია ის, რომ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის. ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, სიტუაცია ასე თუ ისე უფრო მეტად დაბალანსებული გამოეყვანა, მაგრამ პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც ჰქვია დესტრუქციული ქმედებების განვითარების ინტენსიური მცდელობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხრიდან. პრეზიდენტის პოლიტიკა ასეთია, ასეთი განცხადების გაკეთება გადაწყვიტა და საზოგადოების დიდ ნაწილს კარგად ესმის, თუ საით მიდის ის სტრატეგია, რომელსაც კონკრეტული პარტია მიჰყვება“, – აცხადებს გია ვოლსკი.

პოპულალურები