LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტის პოზიცია არის მისი კონკრეტული პოზიცია, ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური: გივი მიქანაძე

55
1561036839-გივი-მიქანაძე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც „არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, რომ 19 აპრილის შეთანხმებით პოლარიზაცია არ შემცირებულა“, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გივი მიქანაძე აფასებს და ამბობს, რომ „პრეზიდენტის პოზიცია მისი კონკრეტული პოზიციაა, მმართველი გუნდისგან გადადგმული ნაბიჯი კი აბსოლუტურად ლეგიტიმურია“.

„პრეზიდენტის პოზიცია არის მისი კონკრეტული პოზიცია. ჩვენი მხრიდან გადადგმული ნაბიჯი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური და განმტკიცებული შესაბამისი არგუმენტაციით. არგუმენტაციის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ შეუძლებელია ხელშეკრულება არსებობდეს, მას ჰყავდეს ნაწილი ხელმომწერების და მთავარი აქტორი არ მონაწილეობდეს ამ პროცესში, არ უერთდებოდეს შეთანხმებას და ამავდროულად, ვინც შემოერთებულია, პირობების ნაწილს ასრულებდეს და ნაწილს არა და მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტი – მმართველი გუნდი, ასრულებდეს ამ პირობებს“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ.

პოპულალურები