LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა რეალურად შეაფასა საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს ყველა ვდგავართ: თეონა აქუბარდია

46
თეონა აქუბარდია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, თეონა აქუბარდიას თქმით, პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში რეალურად შეაფასა არსებული საფრთხე, როცა საუბარია, რომ ქვეყანა დაშორდა ევროპულ გზას.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაასრულოს მმართველობა, რათა საქართველო იყოს შემდგარი, სტაბილური და დასავლური ტიპის სახელმწიფო.

ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებისთვის“ საქართველოს ერთადერთი არჩევანი რჩება რუსეთი და არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით არიან. ამიტომ ვულოცავ ბატონ ივანიშვილს, მას მორიგი პრეზიდენტიც გაუპრეზიდენტდა რეალურად და ეს არის იმის მანიშნებელი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაასრულოს თავისი მმართველობა, წავიდეს სახლში, რათა საქართველო იყოს შემდგარი, სტაბილური და დასავლური ტიპის სახელმწიფო“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პრეზიდენტის განცხადებით, უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის და პირადად მისთვის გაუგებარი ნაბიჯია

პოპულალურები