ბრიტანეთის სამეფო ოჯახში სკანდალები არ სრულდება. ამჯერად პაპარაცებმა პრინცესა ევგენიას 35 წლის მეუღლე ჯეკ ბრუკსბენკი იახტაზე, მოდელების გარემოცვაში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ბიზნესმენი ცდილობდა კრუიზი მაქსიმალურად გასაიდუმლოებული ყოფილიყო, პაპარაცებმა მას მაინც მიაგნეს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახში მატებაა – პრინცესა ევგენიას ვაჟი შეეძინა
ფოტოები საზღვაო კრუიზის დროს იტალიაშია გადაღებული. ცხადია ფოტოებზე არ ჩანს პრინცესა ევგენია, რომელიც ამ დროს სავარაუდოდ, ახლადდაბადებულ შვილთან ერთად ბრიტანეთში იმყოფებოდა. რაც შეეხება ბრუკსბენკის თანამგზავრებს, ეს მოდელები მარია ბუჩელატი და ერიკა პელოსონი არიან.
სამეფო ოჯახმა პრინცესა ევგენიას ქორწილის ოფიციალური ფოტოები გაავრცელა