LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა უკრაინის დროშის ფერებში: ქეით მიდლტონი ლურჯ პალტოში, ყვითელი ყვავილებითა და სამკაულით, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას ეკეთა

12544
ჰბფვდ

ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი მსოფლიო თანამეგობრობის დღის აღსანიშნავად ვესტმინსტერის სააბატოში იმყოფებოდნენ. სპეციალურ წირვას, რომელიც ამ დღეს ტარდება, პრინცი ჩარლზი, კამილა პარკერი და ბრიტანეთის პრემიერი, ბორის ჯონსონი ესწრებოდნენ.

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი: დღეს ჩვენ ვდგავართ პრეზიდენტისა და უკრაინის მოსახლეობის გვერდით, ისინი გაბედულად იბრძვიან უკრაინის მომავლისთვის

პუბლიკის წინაშე ქეითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ღია მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ის უკრაინის დროშის ფერებში, ლურჯ პალტოში იყო გამოწყობილი. „კეტრინ უოლკერის“ ულამაზესი პალტო ქეითს „შონ ბარეტის“ შლაპასთან და ჯიმი ჩუს ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ანსამბლს კი ასრულებდა პრინცესა დიანას ულამაზესი სამკაული, რომელიც ქეითს 2020 წელს, პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს ეკეთა და ყვავილები, სადაც ყვითელი სჭარბობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები