ტელეწამყვანი გეილ კინგი ამბობს, რომ პრინცი უილიამი ძალიან გაბრაზებულია ძმაზე, მას შემდეგ რაც მან მათი სატელეფონო საუბარი გაასაჯაროვა. ძმებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეფონით პირველად ისაუბრეს და ეს ინფორმაცია მედიით მალევე გავრცელდა. ტელეწამყვანი ქეით მიდლტონის ახლო მეგობარია. ის ჰყვება, რომ ოპრა უინფრისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, უილიამი ღრმად შეშფოთებული იყო. განსაკუთრებით კი მონარქის გაღიზიანება იმ ფაქტმა, გამოიწვია, რომ ქეით მიდლტონი ცუდად მოიხსენიეს.
ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლიმ და ქეით მიდლტონმა ქორწილის დღეებში იჩხუბეს. მოგვიანებით კი მიდლტონმა მეგანს ბოდიში მოუხადა. ამ ფაქტის აფიშირება ამ მოეწონა უილიამს, რადგან ის ქეითის ინტერესებს განსაკუთრებულად იცავს.



