LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურა მელაშვილი-ილიჩოვასთვის 30 000 ლარიან გირაოს მოითხოვს

97
FORTUNA.GE- (6)

“ვშუამდგომლობთ, რომ აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. რაც შეეხება მეორე შუამდგომლობას, ეს ეხება თანამდებობიდან გადაყენებას. ბრალდებული ილიჩოვა გადაყენებულია, ხოლო მელაშვილს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება.” – ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა განაცხადა.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. გირაოს ოდენობა კი თითოეულისთვის 30 000 ლარს შეადგენს.

“მიგვაჩნია, რომ არსებობს ის სტანდარტი, რომელიც ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საფრთხე, რომ ის ხელს შეუშლის გამოძიებას. ბრალდებული ივერი მელაშვილის სტატუსი, მისი წინარე ქმედება – ამ სამსახურს გაწეული აქვს საკუთარი ფუნქციები, რომელიც გამომდინარეობს დელიმიტაცია-დემარკაციიდან, აქედან გამომდინარე იარსებებს საფრთხე”. – ამბობს საქმის პროკურორი.

ასევე, ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ ბრალდებულებს აეკრძალოთ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის ინფორმირების გარეშე.

პარალელურად, ადვოკატები ბრალდებულების გირაოს გარეშე, რამდენიმე პირის თავდებობის საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატებმა თავმდებ პირებს შორის ასახელებენ ელენე ხოშტარიას, ბათუ ქუთელიას, ნინო გოგუაძეს, ხატია დეკანოიძეს და საბა ბუაძეს.

პროკურატურა კარტოგრაფების საქმეზე სასამართლოს გირაოს შუამდგომლობით მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g