უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” რუსი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა და განმარტა, რა რისკების შემცველი შეიძლება გახდეს ქვეყანაში რუსების მასობრივი შემოსვლა.
“2019 წელს საქართველოში ტურიზმის ბუმი იყო, დღეს ეს ბუმი არ არის. როდესაც ჩაკეტილ ქვეყანაში იმდენივე ტურისტი შემოდის, რამდენიც ტურიზმის პიკზე შემოდიოდა, როცა ჯერ „გავრილოვის ღამეც“ არ იყო, ცხადია, ეს არის გაზრდილი შემოდინება.
მეორე საკითხი – ესენი არ არიან ლტოლვილები და ჩვენ არც ჰუმანიტარული კანონმდებლობა არ გვავალდებულებს მათ მიღებას. ესენი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დისკომფორტს გაურბიან.
არ არის გამორიცხული, რუსეთმა სცადოს მათ საფარის ქვეშ დივერსიული ჯგუფების შემოყვანა საქართველოსთან მომდევნო კონფლიქტისათვის, რადგან დღეს რუსეთი გახსნილი ძალით ყველა ფრონტზე ვერ იომებს.
შემოვუშვათ თუ არა? ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის გადასაწყვეტია, მაგრამ თუკი ვუშვებთ არ არის გამორიცხული გარკვეული საფილტრაციო, საგანგებო რეჟიმების დაწესება, როდესაც ელემენტარული გადამოწმდება რა პერიოდით შემოდის პიროვნება და მას დაუწესდება ფილტრი ვთქვათ, ერთჯერადად რამდენი ხნის გატარება შეუძლია საქართველოში.
"ასე იციან სტუმრად მოსულმა რუსებმა..." - რას წერს ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი
აღნიშნულ სქემას, რუსები, ასევე, გამოიყენებენ სხვა მცირე ერების და ეთნიკური უმცირესობების წასაქეზებლად, მათ ქვეყნებში ქაოსის გამოსაწვევად, ქვეყნების დასაშლელად და ტერიტორიების დასაპყრობად", - წერს თენგიზ თოფურიძე.
ასევე, ეკონომიკური დაცვის თვალსაზრისით, შესაძლებელია ისეთი ეკონომიკური ბერკეტების დახვედრება, რომელიც არ გამოიწვევს ზემოქმედებას. ჩვენს ფინანსებსა და ვალუტის კურსზე და არ მიეცემა საშუალება რუსეთს, ამ დიდი ნაკადის ქვეშ, მისთვის ხელსაყრელი ჰიბრიდული საფრთხეების დააყენოს საქართველოს წინაშე.
წამყვანის კითხვაზე, დღეს ხედავს თუ არა ამ საფრთხეებს, ანდრო გოცირიძე ასე პასუხობს:
“ბუნებრივია, როდესაც ქვეყნიდან უმართავი ნაკადი შემოდის და ამ ნაკადის ფილტრაციას უკვე ობიექტურად ვერ ახერხებს შესაბამისი სამსახური, ამაში არ შეიძლება მოქალაქემ რისკი არ დაინახოს, ამას არ სჭირდება უსაფრთხოების საკითხების ღრმა ცოდნა”, – განაცხადა უსაფრთხოების სისტემის სპეციალისტმა “ფორტუნას” გადაცემაში.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო და რიგი ქვეყნების მხრიდან ოკუპანტ ქვეყანას სანქციები დაუწესდა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. მთავრობამ თქვა, რომ ქვეყანაში რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა პანდემიამდე არსებული მონაცემების რაოდენობას უტოლდება.
განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც და თქვა, რომ რუსეთიდან და ბელარუსიდან ადამიანების მასობრივ შემოსვლაზე ინფორმაცია დეზინფორმაციაა.
შს მინისტრი: საზღვარი ძალიან მაღალ დონეზე კონტროლდება