LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუს სამხედროებზე ლექსები და სიმღერები უნდა იწერებოდეს, ძეგლებს უნდა ვუდგამდეთ

95
პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი  უკრაინის „დემილიტარიზაციისა“ და „დენაციონალიზაციისთვის“ „გმირული სპეცოპერაციების“ მონაწილეებისთვის  სიმღერებისა და ლექსების მიძღვნის იდეით გამოდის და ამბობს, რომ რუს ჯარისკაცებს „მთელი ქვეყანა უნდა იცნობდეს.“

მან ამ იდეას შესანიშნავი უწოდა და თქვა, რომ ეს კარგი ინიციატივაა, რადგან სამხედრო მოსამსახურეები მათ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. სხვები კი შესაძლოა  სახლში არასდროს დაბრუნდნენ, რადგან მათ „სპეცოპერაციის ფარგლებში დასახული მიზნებისთვის თავი შესწირეს.“

ამ იდეის გარშემო პუტინი კასპიის სამიტის შემდეგ, რომელიც აშხაბადში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებს ესაუბრა. კრემლის ლიდერის წინადადებით, ხელოვნებაში უნდა შენარჩუნდეს ხსოვნა, ვინც დონბასსა და უკრაინის „სპეცოპერაციაში“ მონაწილეობს.

„რა თქმა უნდა, ისინი ამას იმსახურებენ, რომ ქვეყანამ ისაუბროს, იცნობდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ აუცილებელია ასეთ „მებრძოლებზე ლექსების დაწერა, სიმღერების შედგენა, ძეგლების დადგმა.“

პუტინის განცხადებით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნები არ შეცვლილა. ცნობისთვის, 9 ივნისს, პუტინი ტაჯიკეთის დედაქალაქში კასპიის რეგიონის ქვეყნების ლიდერთა სამიტს დაესწრო. ტაჯიკეთი პირველი ქვეყანაა, სადაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პუტინის ვიზიტი შედგა.

დონბასის გათავისუფლებისთვის სამხედრო ოპერაცია გეგმის მიხედვით მიდის, ვადებზე საუბარი არასწორია: პუტინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები