LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: უკრაინაში დიდი ხანია შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რასაც ხელს უწყობენ დასავლეთის ქვეყნები – ნაცისტებს სახელმწიფო დონეზე, არსად არ ადიდებენ 

120
ვლადიმერ პუტინი

„მეზობელ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რასაც ხელს უწყობენ დასავლეთის ქვეყნები“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც კრემლის ლიდერმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურების სამიტზე განაცხადა, ამ პროცესების პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებში რუსოფობიის გამწვავების ტენდენცია შეინიშნება.

„სამწუხაროდ, ჩვენს მეზობელ უკრაინაში დიდი ხნის განმავლობაში შეინიშნება ნეო-ნაციზმის მომძლავრება, რაზეც თვალს ხუჭავს, ანუ ფაქტობრივად, მათ ქმედებებს ხელს უწყობს, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ე.წ. კოლექტიური დასავლეთიდან.

ყველაფერს ამას თან სდევს რუსოფობიის გამწვავება ე.წ. ცივილიზებულ და პოლიტკორექტულ ქვეყნებში, დასავლურ საზოგადოებაში“,– განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მანვე თქვა: „გვეუბნებიან: „აბა, ყველგან ექსტრემისტები არიან“. დიახ, მართალია, ექსტრემისტები ყველგან არიან. ასეა თუ ისე, მიწისქვეშეთიდან გამოდიან და თავს იჩენენ.“

ამავდროულად, კრემლის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაცისტებს სახელმწიფო დონეზე, არსად არ ადიდებენ და ასევე, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში ათასობით ნეონაცისტური ჩირაღდნის მსვლელობა, ნაცისტური სიმბოლოებით, ხელისუფლების მიერ წახალისებული, არ ხდება. „სამწუხაროდ, ეს ხდება უკრაინაში.“ – დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე, ყურადღება გაამახვილა შეერთებული შტატების სამხედრო ბიოლოგიურ საქმიანობაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის უკრაინაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები