პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის გამოცხადების ვიდეო, რომელიც 24 თებერვალს გავრცელდა, სავარაუდოდ, სამი დღით ადრე, 21 თებერვალს იყო ჩაწერილი.
ინფორმაცია ტექნიკურ ანალიზზე დაყრდნობით მედიაში ვრცელდება.
კრემლის ვებგვერდზე განთავსებული ვიდეოფაილი, რომლის ხანგრძლივობა ნახევარი საათია, სავარაუდოდ, 21 თებერვალს, 19:00-ზე შეიქმნა.
“გარემოებები ჩვენგან მოითხოვს გადამწყვეტ და შეუნელებელ ქმედებებს. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მომართეს. ამასთან დაკავშირებით, გაეროს წესდების მე-7 ქარტიის 51-ე მუხლის მიხედვით, ფედერაციის საბჭოს სანქციით და ფედერალური ასამბლეის მიერ რატიფიცირებული დსრ-სთან და ლსრ-სთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულებების შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა პუტინმა ვიდეომიმართვაში.
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო
უკრაინის ტერიტორიაზე ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა