LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პუტინის ტვინის“ შეცვლილი სარწმუნოება და სატანიზმში გარეული ჯგუფის წევრობა – იზიარებდა თუ არა დარია დუგინა მამის იდეებს

802
დარია დუგინა

21 აგვისტოს მოსკოვში, ავტომობილის აფეთქებისას, დაიღუპა “რუსული სამყაროს” მთავარი იდეოლოგისა და მემარჯვენე რადიკალი ფილოსოფოსის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი დარია დუგინა (პლატონოვა).

ის 29 წლის იყო…

ალექსანდრე დუგინს ვიცნობთ, როგორც რუს ფილოსოფოსს, პოლიტოლოგს. ის ცნობილია ნეოევრაზიიზმზე დაფუძნებული ულტრანაციონალისტური და ნეოფაშისტური შეხედულებებით.

მედია დუგინს ხშირად მოიხსენიებს „კრემლის მთავარ იდეოლოგად“. მას „პუტინის ტვინსაც“ უწოდებენ.

საინტერესოა, ვინ არის დუგინი და როგორ მიაღწია მან კრემლის იდეოლოგიობამდე.

დუგინი დაიბადა მოსკოვში, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს გენერალ-პოლკოვნიკისა და სამართლის კანდიდატის, ჰელი ალექსანდრეს ძე დუგინის ოჯახში.

დუგინის დედა –  გალინა  მედიცინის დოქტორი და კანდიდატი იყო.  მამამ ადრევე მიატოვა ოჯახი მაშინ, როცა დუგინი სამი წლის იყო, მაგრამ შვილისთვის მზრუნველობა არ მოუკლია და ის ცხოვრების კარგი სტანდარტებით უზრუნველყო. მას ასევე ხშირად ეხმარებოდა ხელისუფლებასთან პრობლემების მოგვარებაში. 1983 წელს იგი საბაჟო სამსახურში გადაიყვანეს, რისი მიზეზიც ვაჟის ყოფაქცევა იყო.

1979 წელს დუგინი მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტში მოეწყო, მაგრამ იგი არ დაუმთავრებია და კორესპონდენციის კურსის გავლა სხვა სასწავლებელში მოუწია.

1980 წელს დუგინი „იუჟინსკის წრეში“ გაწევრიანდა, ავანგარდული დისიდენტური ჯგუფი, რომელიც სატანიზმსა და სხვა სახის ოკულტიზმში იყო გარეული.

 

 

ჯგუფში ის ცნობილი იყო ნაცისტური მიდრეკილებით, რასაც იგი საბჭოთა აღზრდის წინააღმდეგ ამბოხს უკავშირებს, ვიდრე ჰიტლერისადმი სიმპათიას.

1980-იანებში დუგინი იყო დისიდენტი და ანტი-კომუნისტი. თავდაპირველად, დუგინი მუშაობდა, როგორც ჟურნალისტი იქამდე, სანამ პოლიტიკაში ჩაებმებოდა, ჯერ კიდევ კომუნისტური სისტემის დამხობამდე.

1988 წელს, დუგინი და მისი მეგობარი გაიდარ ჯემალი გაწევრიანდნენ ნაციონალისტურ ჯგუფ „Память“-ში, რამაც მოგვიანებით საფუძველი დაუდო რუსულ ფაშიზმს. იგი პოლიტიკური პროგრამის შედგენაში დაეხმარა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიას, რომელსაც გენადი ზიუგანოვი ხელმძღვანელობდა.

დუგინი უარყოფს ლიბერალიზმს და დასავლეთს, კონკრეტულად კი აშშ-ს ჰეგემონიას.

დუგინი მხარს უჭერდა ფაშისტურ შეხედულებებს და თეორიულად განიხილავდა „ევრო-აზიული იმპერიის“ შექმნას,  რომელიც შეძლებდა აშშ-ს მიერ მართული დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლას.

დუგინის ევრაზიული იდეოლოგია მიზნად ისახავს ყველა რუსულენოვანი ხალხის გაერთიანებას ერთ ქვეყანაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების იძულებითი ტერიტორიული დანაწევრების გზით.

დუგინი ექვსი წლის ასაკში, საკუთარმა ბებიამ ელენე მიხაილოვნა კარგალცევამ, მიჩურინსკის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლა. 1999 წლიდან ის ოფიციალურად გადავიდა ძველმორწმუნეობაზე, რომელმაც უარყო 1652–1666 წლების რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმები.

 

დუგინი და საქართველო

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებამდე, დუგინი ჩავიდა სამხრეთ ოსეთში და რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს ოკუპაცია იწინასწარმეტყველა. შემდეგ ასევე დასძინა, რომ რუსეთი „არ უნდა შეჯერდეს სამხრეთ ოსეთის გათავისუფლებით, არამედ უნდა წავიდეს წინ“ და „რაღაც მსგავსი უნდა მოხდეს უკრაინაშიც“.

 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დუგინი რუსეთის მთავრობას თბილისის აღებას და პრო-რუსული მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდა. სხვა შემთხვევაში ახალ ომს პროგნოზირებდა, ვინაიდან საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, წარმოადგენდა აშშ-ის მარიონეტს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სექტემბერში, ის ვერ მალავდა მის იმედგაცრუებას პუტინის მიმართ, რომელმაც ვერ გაბედა „იმპერიის აღდგენა“.

2013 წელს, „Alternativeright-თან“ საუბარში დუგინმა საქართველო „შეუმდგარ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა, მისი აზრით საქართველო არა სახელმწიფო, არამედ მულტიეთნიკური სტრუქტურაა, რომელზედაც ერთი ნაციის იდეის თავსმოხვევა გარდაუვალ ეთნოწმენდებს გამოიწვევს, შედეგად სახეზეა კონფლიქტი, რომელიც რუსეთის ჩარევით უნდა გადაწყდეს. დუგინის აზრით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, ამ გზას სამეგრელო, ჯავახეთი და აჭარაც დაადგება.

დუგინი დაკავშირებულია 2008 წლის 31 დეკემბერს დაფუძნებული „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ხელმძღვანელ არჩილ ჭყოიძესთან. რომელსაც ის საქართველოში, როგორც ნატოს წინააღმდეგ მებრძოლს – გმირს უწოდებს. „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა“ „ერეკლე მეორის საზოგადოებასა“ და „ევრაზიულ ინსტიტუტს“ საქართველოში ევრაზიული მოძრაობის მთავარ ლოკომოტივად ასახელებს.

გარდა ამისა, დუგინი „ოჯახების მსოფლიო კონგრესთან“ არის კავშირში, რომლის წარმომადგენელი ლევან ვასაძეა. როგორც ცნობილია ლევან ვასაძეს მჭიდრო მეგობრობა აკავშირებს დუგინთან.

ტრაბახით არ ვამბობ, დუგინი პირველი რუსია, ვინც თქვა, რომ საქართველო უნდა გავამთლიანოთ, ჩვენი ძმები არიანო – ვასაძე

ლევან ვასაძის მტკიცებით, მან დუგინი 2015 წელს გაიცნო და სწორედ მისი დამსახურებით შეიცვალა დუგინმა განწყობა საქართველოს მიმართ.

ოჯახი:

დუგინს ჰყავდა ორი მეუღლე: ევგენია დებრიანსკაია და ნატალია მელენტიევა. 

ჰყავს ორი შვილი. არტურ დუგინი და დარია დუგინა, რომელიც 21 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაიცვალა..

 

 

Land Cruiser Prado, რომელშიც დუგინა იმყოფებოდა – ალექსანდრ დუგინის საკუთრებაშია. გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მუხლით.

აფეთქების დღეს დუგინები ესწრებოდნენ ფესტივალს „ტრადიცია“, საიდანაც ერთად უნდა დაბრუნებულიყვნენ მანქანით. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო წუთს დუგინმა დაბრუნება სხვა მანქანით გადაწყვიტა.

ალექსანდრე დუგინი შვილის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„უკრაინა არაფერ შუაშია…ჩვენ არ ვართ ტერორისტული სახელმწიფო“ – მიხაილო პოდოლიაკი დარია დუგინას აფეთქებასთან კიევის კავშირს უარყოფს

დარია დუგინა (პლატონოვა) დაიბადა მოსკოვში 1992 წლის 15 დეკემბერს.

2015 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოსფიის ფაკულტეტი და იქვე ჩაბაარა ასპირანტურაში. სწავლის დასრულების შემდეგ დარია დუგინა ცდილობდა გაეგრძელებინა მამის საქმე და ხშირად კითხულობდა ლექციებს.

დარია დუგინა იზიარებდა მამის იდეებს და, გარდა ამისა, ახლოს იყო ევროპის მემარჯვენე პარტიების, განსაკუთრებით მარინ ლე პენის პარტიის მხარდამჭერებთან.

2021 წელს მიცემულ ერთ-ერთი ინტერვიუში დარია დუგინამ მამის შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

 

 

“დიდი პატივია ვიყო ასეთი ადამიანის შვილი. ღირსეულად ვატარებ ამ პატივს, ვამაყობ მისით და ცდას არ ვაკლებ გავაგრძელო როგორც მისი იდეები, ასევე ბრძოლა ბოროტებასთან.”

დარია დუგინა იყო ალექსანდრ დუგინის მიერ დაფუძნებული საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის პოლიტიკური მიმომხილველი.

დარია დუგინა ასევე ცნობილი იყო უკრაინაში ე.წ. რუსული სპეცოპერაციის აქტიური მხარდაჭერით. პირადად იცნობდა ე.წ. დონბასის სახალხო ლაშქრის მებრძოლებს.

2022 წლის ივლისში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დარია დუგინას სანქციები დაუწესა უკრაინაში კონფლიქტის შესახებ „დეზინფორმაციის გავრცელებისთვის“.

 

სად გამოადგა დუგინს ლევან ვასაძესთან ძმაკაცობა – შვილის ქელეხში თამადა ეყოლება: ირაკლი ოქრუაშვილი

უკრაინის რეჟიმის ტერორისტებმა, რომლებიც ცდილობდნენ ალექსანდრე დუგინის ლიკვიდაციას, ააფეთქეს მისი ქალიშვილი: დენის პუშილინი

ვიდეო: ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის მანქანა ააფეთქეს, მედიის ცნობით, გოგონა ადგილზე დაიღუპა – ვრცელდება აალებული მანქანის კადრები

“პუტინს გავანადგურებთ”: ცნობილია, ვინ აიღო პასუხისმგებლობა დარია დუგინას მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g