LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას” – ლუკაშენკო

79
Capture

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ პირადად პუტინისგან იცის, რომ იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას მიზნად არ ისახავს. ამის შესახებ მან ამერიკულ ტელეარხ NBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ბირთვულ იარაღს თუნდაც ერთი სახელმწიფო გამოიყენებს, ეს ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. რუსეთს ეს კარგად ესმის და არავინ, ამას მინდა ხაზი გავუსვა, ეს თავად პრეზიდენტი პუტინისგან დაზუსტებით ვიცი, არავინ ისახავს მიზნად ბირთვული იარაღის გამოყენებას”, – თქვა ბელარუსის ლიდერმა.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთს ნებისმიერი სახის იარაღის გამოყენება შეუძლია მის ტერიტორიაზე თავდასხმის შემთხვევაში.

„თუ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე თავდასხმა იქნება, რუსეთს შეუძლია, თუ საჭირო იქნება, ყველა სახის შეიარაღება გამოიყენო თუ თქვენ ადამიანს ან ქვეყანას კუთხეში ამწყვდევთ, მაშინ მხოლოდ ერთი გზა არის – წინ. ამიტომ არ გადააბიჯოთ წითელ საზღვრებს, არ გადაკვეთოთ ისინი“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g