რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეხმიანება.
ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია.
როგორც ჯონსონი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო და მისი მოკავშირეები ამას გადამწყვეტად უპასუხებენ:
“შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. მორიგი ნაბიჯების განსახილველად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ველაპარაკე.
უკრაინაზე ამ არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით, პრეზიდენტმა პუტინმა სისხლისღვრისა და ნგრევის გზა აირჩია. დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები გადამწყვეტად უპასუხებენ”, – წერს ბორის ჯონსონი.
ჯონსონისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანეთის პრემიერის ოფისიც.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბორის ჯონსონის თქმით, დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება, მაშინ როდესაც პრეზიდენტმა პუტინმა თავისი კამპანია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წამოიწყო.
სატელეფონო საუბარში ჯონსონმა აღნიშნა, რომ შეძრწუნებულია უკრაინაში მოვლენების განვითარებით. ბორის ჯონსონმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა ამას გაუძლებს და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ამ ბნელ პერიოდში უკრაინას გვერდში დაუდგება.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო მიმართვის დროს უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.
I am appalled by the horrific events in Ukraine and I have spoken to President Zelenskyy to discuss next steps.
President Putin has chosen a path of bloodshed and destruction by launching this unprovoked attack on Ukraine.
The UK and our allies will respond decisively.
— Boris Johnson (@BorisJohnson) February 24, 2022
ყველაფერი რუსეთ-უკრაინის მოვლებების შესახებ:
უკრაინა საჰაერო სივრცეს კეტავს
ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – ქვეყნის მასშტაბით აფეთქებები და ხანძრებია
კიევი საჰაერო თავდასხმის მოლოდინში – დედაქალაქში სირენები ჩაირთო
უკრაინულმა ძალებმა დონბასში 5 რუსული თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი ჩამოაგდეს
აიძულეთ პუტინს გაჩერდეს – ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს დახმარებას სთხოვს
NATO უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას იწვევს