LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 „ქალბატონების 60% ვერ აიცრება, რადგან ყველას ფილერი აქვს გაკეთებული…“

5179
girlsnews20

„ტვ პირველმა“ რამდენიმე ქალბატონი ჩაწერა, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული და „ფაიზერის“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებული კითხვა დაუსვა. როგორც ამირან გამყრელიძემ ახლახან განაცხადა, „ფაიზერის“ გაკეთების შემთხვევაში ფილერმა შესაძლოა, ადგილობრივი გართულება გამოიწვიოს.

სალომე გოგიაშვილი:

ძალიან დავიბენი, ვერ ვაკავშირებ ფილერსა და აცრას ერთმანეთთან, თუმცა მაინც მივყვები ექიმების რეკომენდაციას. თანახმა ვიყავი, რომ აცრა გამეკეთებინა, ახლაც ასე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, თუმცა თუკი ექიმები გვეუბნებიან, რომ საშიშია ქალბატონებისთვის, ვისაც ფილერი აქვს გაკეთებული, მაშინ თავის შეკავება მოგვიწევს. თუკი იუმორისტულ გადახვევას გავაკეთებთ, ქალბატონების 60% ვერ აიცრება, იმიტომ, რომ ყველას რაღაც გვაქვს გაკეთებული.

ხატია სიჭინავა:

მე ისედაც არ ვაპირებდი ვაქცინის გაკეთებას, ჩემთვის კიდევ უფრო კარგია ეს ინფორმაცია, რადგან ორი დღის წინ გავიკეთე თვალის ამოვსების პროცედურა და ფილერი ამ შემთხვევაში ფარად გამომადგა. ფილერი გაკეთებული აქვს, ჩემი აზრით, სრულიად ქვეყანას, არა მხოლოდ გოგონებს, არამედ ბიჭებსაც, მე ვიცნობ ბევრს. აქედან გამომდინარე, ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება.

ნუკი კოშკელიშვილი:

ვფიქრობ, ყველას პირადი გადაწყვეტილებაა და უცხოურ პრესაში მსგავსი არაფერი მინახავს. მე არ ვარ სანდო წყარო, ადამიანი შეიძლება უბრალოდ, იმით მენდოს, რომ მე ფილერი მაქვს გაკეთებული და აცრასაც ვაპირებ.

თამუნა გომართელი:

ჯერ ეპიდემიოლოგები შეთანხმდნენ ამ თემაზე და მერე ჩამოვყალიბდებით უბრალო ადამიანები, თუმცა ვადასტურებ, რომ ვაქცინაცია აუცილებელია. ალბათ, დაველოდებოდი, იმ შეთანხმებას, რასაც ეპიდემიოლოგები და ჩემზე გაცილებით კომპეტენტური ადამიანები მიაღწევდნენ ამ თემაზე და შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები