LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

#ქალებისვამენ – სოციალურ ქსელში თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო

1484
BeFunky-collage (3)

#ქალებისვამენ — ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელ ფეისბუქზე თამთა თოდაძის მხარდასაჭერი კამპანია დაიწყო.  თოდაძემ “ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატ, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

დაზარალებული ამბობს, რომ სავარაუდო ძალადობის დღეს მან დეპუტატთან და რამდენიმე პირთან ერთად ცოტა დალია. ჯიშკარიანი და მისი ადვოკატი კი ამტკიცებენ, რომ თოდაძე ნასვამი იყო, რის გამოც ტექნიკა დააზიანა და კონფლიქტის ინსცენირება მოაწყო.

ჯიშკარიანი და მარიამ კუბლაშვილი ირწმუნებიან, რომ ქალი სხვებზე მეტს სვამდა. აღნიშნული განცხადება ჯიშკარიანის ადვოკატმა ტელეომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.

ველოდი მეორე დღეს მოვიდოდა და ბოდიშს მომიხდიდა-ილია ჯიშკარიანი თამთა თოდაძეზე

რატომ ვწევარ მე ლოგინში? მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, ამ რადიკალებმა და ლიბერალებმა

კუბლაშვილის სიტყვების შემდეგ ქალები ფოტოებს ავრცელებენ, რომელშიც მათ სასმელი უჭირავთ და სვამენ.

https://www.facebook.com/nkakabadze/posts/10156995557438208

https://www.facebook.com/ida.bakhturidze/posts/2745310442155102?__xts__[0]=68.ARDY37W5gM8tmpzTx8WqP3iO6-joPJ8tyeIEOsrtxF0S2Z5QcMQy2H9OSiv3pqdW_U69yCjRjy1rdQ24HtYcoDnROGUb8P5jfv__mijQ7m6A7PEEEV4f_Q-VM0UjmxfUhbl6A8WHx32I_6dftVRO1rSPfrR-VjLRlh8-y2rWS1t5c316aV5_OEBKDHYns8F8pLBYWpuAH-nBNy0A9PcU2AdBMagbCMtmIIaWIqwuycu-x528QDRQ0VUzbQD2S5mINinZDQ&__tn__=-R

სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი ამბობს, რომ თანამშრომელზე არ უძალადია და ეს ყველაფერი ინსცენირება იყო. დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ ის თამთა თოდაძისგან ბოდიშის მოხდას ელოდებოდა.

11 სექტემბერს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანს სასამართლომ 10 000 ლარის გირაო შეუფარდა. მასვე საქმეზე დაკითხულ მოწმეებთან ნებართვის გარეშე კომუნიკაცია და დაზარალებულ თამთა თოდაძესთან მიახლოება აეკრძალა.

ჯიშკარიანის დიაგნოზი – რის გამო მოხვდა ეჭვმიტანილი დეპუტატი საავადმყოფოში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები