LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალებზე ძალადობის სკანდალში გახვეული პაპუნა უგრეხელიძე სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო

659

თბილისის საქალაქო სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე ძალადობასა და სექსუალურ შევიწროვებაში უდანაშაულოდ სცნო.

პაპუნა უგრეხელიძემ ქალს, რომელმაც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, სასამართლოში უჩივლა

საქალაქო სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საჯარო რეესტრის ყოფილი ხელმძღვანელი ასევე ყოფილ თანამშრომელს ეკატერინე მესხიძეს უჩივის, რომელიც მას სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.ამის შესახებ უგრეხელიძე ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს შესაბამისი დოკუმენტების ფოტოასლებსა და განცხადებას. “დღეიდან ავხდი ფარდას ბევრ დაფარულს და ვამხელ არაერთ ტყუილში ეკატერინე მესხიძეს და მის ამფსონებს, რომლებაც ადამიანისა და ქალთა უფლებების დაცვის საფარქვეშ ყოვლად უსინდისო, ბინძური კამპანია აწარმოეს”, – […]

როგორც უგრეხელიძე აცხადებს, სასამართლომ 6 სასარჩელო მოთხოვნიდან 5 სრულად დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის თავმჯდომარეობის პერიოდში არანაირ ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია.

“უფრო მეტიც, მან მოპასუხე ეკატერინე მესხიძეს დაავალა მთელ რიგ კომპანიებში უარყოს 1 წლის წინ მის მიერ გავრცელებული ცრუ, მოგონილი ბრალდებები, რომელმაც ზიანი მიაყენა ჩემ საქმიან რეპუტაციას, შელახა ჩემი პატივი და ღირსება და რაც მთავარი, შეურაცხყო მისივე კოლეგები საჯარო რეესტრის, სააგენტოს თანამშრომლები”.  – განაცხადა პაპუნა უგრეხელიძემ.

შეგახსენებთ, 2018 წელს უგრხელიძე მისმა ყოფილამ თანამშრომელმა ეკა მესხიძმე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. რის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაშინდელმა ხელმძრვანელმა თანამდებობა დატოვა.

დამშვიდობება საჯარო რეესტრში - უგრეხელიძის ბოლო სამუშაო დღის ფოტოები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე, სოციალურ ქსელში, სამუშაოს ბოლო დღეს გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებში ყურადღებას იქცევს ის, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია. კადრებზე ყოფილ უფროსთან საკმაოდ თბილი დამშვიდობებაა აღბეჭდილი. შეგახსენებთ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძემ თანამდებობა გუშინ, სამსახურში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით წამოჭრილი ბრალდებების გამო დატოვა. პაპუნა უგრეხელიძე ამბობს, რომ ყოფილი თანამშრომელი მას […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g