LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს

6492
Dugin-

ქალიშვილის დაღუპვის შესახებ ალექსანდრე დუგინი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, მისი ქალიშვილი დარია “ნაცისტური უკრაინის რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა”.

”რუსეთის მტრებმა ის მალულად მოკლეს, მაგრამ ჩვენ, ასეთი გაუსაძლისი დარტყმითაც კი ვერ გაგვტეხენ, ისინი მაინც ვერ მიაღწევენ მიზანს. მათ სურდათ ჩვენ შორის საუკეთესოსა და ყველაზე დაუცველზე სისხლიანი ტერორით ჩვენი ნება ჩაეხშოთ, მაგრამ ისინი ამას ვერ მიიღებენ“, – განაცხადა დუგინმა.

გუშინ, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა კატეგორიულად უარყო უკრაინული მხარის ბრალდებები. მისი თქმით, დუგინას მკვლელობა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის შიგნით სხვადასხვა დაჯგუფებები იბრძვიან ძალაუფლებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g