ავიაკომპანია Myway Airlines, შესაძლოა, ფრენის უფლება გაუუქმონ: სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Myway Airlines-თვის საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კანონმდებლობით მოქმედი პირობაა, რაც იმას გულისხმობს, რომ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში წილის სულ მცირე 51% საქართველოს მოქალაქეს უნდა ეკუთვნოდეს.
ავიაკომპანია Myway Airlines-ში ამბობენ, რომ კომპანიას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება, დოკუმენტის სახით, ჯერ არ ჩაბარებია, რაც სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოხდება. დოკუმენტის ოფიციალურად ჩაბარების შემდეგ, ავიაკომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, რა სამართლებრივ ფორმებს მიმართოს.
ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, რომელიც 30 ნოემბერს არის გამოცემული, აღნიშნულია, რომ შპს „მაივეი ეარლაინს კო. ლტდ“-ს 100-პროცენტიან წილს „შპს ფლას ავიეიშენ“ ინვესტმენტი ფლობს. ამ კომპანიაში 2021 წლის 19 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, რატი ბაკურაძე წილის მხოლოდ 11% ფლობდა, ჭენგლიანგ ლიუ კი 89 პროცენტს.