LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ბიზნესი კადრების ძიებაშია: „დღე არ გავა, რომელიმე დიდმა კომპანიამ ერთმანეთში არ განვახორციელოთ ზარი და ვუთხრათ, ხომ არ შეგიძლია გუნდი მომახმარო“

177
119000241_1448925641964404_6933898128350399898_n

„სპეციალისტები, რომლებიც წლები მუშაობდნენ შენთან, მიდიან უცხოეთში, რადგან უფრო კარგი სახელფასო შემოთავაზება აქვთ. თუ არ გყავს კვალიფიციური კადრი, პროექტს ვერ განახორციელებ. თვეობით ვეძებთ კადრებს“, – ამის შესახებ ენერგოინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი აცხადებს.

კადრების დეფიციტის საკითხზე გიორგი მირცხულავამ გადაცემა „რედაქტ2-ში“ ისაუბრა. მისი თქმით, ფაქტობრივად, კომპანიები ერთმანეთს ჰპარავენ თანამშრომლებს, იმდენად პრობლემურია ამ სექტორში კვალიფიციური მუშახელი.

„დღე არ გავა, რომ რომელიმე დიდმა კომპანიამ ერთმანეთში არ განვახორციელოთ ზარი და ვუთხრათ, რომ აი ამ მიმართულებით მიჭირს, კადრები არ მყავს და ხომ არ შეგიძლია გუნდი მომახმარო” – აღნიშნა „ენერგონის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც გიორგი მირცხულავა გადაცემა „რედაქტ2-ში“ ამბობს, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნიდან კვალიფიციური კადრების გადინება ხდება. ეს პროცესი კი განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში შეიმჩნევა, როცა კომპანიებს გარკვეული პერიოდი გაჩერება მოუწიათ და პროექტებს ვეღარ ახორციელებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g