LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნების“ დამკვიდრებული წესია, წარმოაჩინონ სრულიად ოპოზიცია მარგინალიზებულ ძალად იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება – თეონა აქუბარდია

57
untitled-1

„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი თეონა აქუბარდია „მესამე ძალის“ დაანონსებულ პრეზენტაციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც აქუბარდია აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დამკვიდრებული წესია, წარმოაჩინონ სრულიად ოპოზიცია მარგინალიზებულ ძალად იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება.

როგორც ჩანს, “სტრატეგია აღმაშენებელში” მიხვდნენ, რომ პრემიერის პოსტზე პრეტენზიები რეალობასთან შესაბამისობაში არაა და მესამე ძალობით დაკმაყოფილდებიან – შალვა პაპუაშვილი

„იდეა არის ის, რომ მესამე ძალაა ხალხი, ძალაუფლების წყარო არის ხალხი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ორპოლუსიანობაში, ძალადობრივ ქმდებებში, რომელშიც ქვეყანა არის გაჩხერილი, როცა ნიჰილიზმი და ნეგატიური პროგნოზები არსებობს საზოგადოებაში, ჩვენ დავანახოთ მოსახლეობას, რომ არსებობს გამოსავალი, რაც არის ერთიანობა, ძალთა გაერთიანება. უნდა დავასრულოთ წარსულზე საუბარი და ვისაუბროთ მომავალზე“, – განაცხადა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები