კიდევ ერთი ქართული სამკერვალო საწარმო, რომელიც პირბადეების წარმოებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს – „ელსელემაა“. არსებული ინფორმაციით, კომპანია პროდუქტის წარმოების დაწყებას უკვე ამ კვირის განმავლობაში გეგმავს. პირბადეების სარეალიზაციო ფასი კი დაახლოებით 50-დან 70 თეთრამდე იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ელსელემას“ ნიმუშები შესამოწმებლად დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე გადაგზავნილი აქვს.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კი პირბადეების აქტიურ რეჟიმში წარმოების დაწყება იყო.