რატი წითელაძის „ფეისბუქ“-გვერიდი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც „ოქროს გლობუსის“ გუნდმა გადაიღო. ქართველი რეჟისორი მოხვდა იმ ხუთ რჩეულ რეჟისორს შორის, რომლებიც „ოქროს გლობუსის“ ცერემონიაზე მიიწვიეს სპეციალური პროგრამის ფარგლებში.
„ოქროს გლობუსის“ 5 რჩეულ რეჟისორს შორის!..
როცა სოფლიდან ბათუმში ჩავედი, ჩემთვის ეს იყო მთელი სამყარო. როდესაც პირველად თბილისში ჩავედი, ეს იყო პარიზიც და ყველაფერიც… ყოველთვის მჯეროდა, რომ თუ ოცნებას აქცევ მიზნად, მაშინ შეუძლებელი არაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, რამდენი წლის ხარ, რაოდენ წარმოუდგენელია შენი მიზანი, ყოველთვის გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის რასაც აკეთებ.
მადლობა HFPA Hollywood Foreign Press Association-ს, რომელმაც შემარჩია 5 შესანიშნავ რეჟისორს შორის, რათა ვყოფილიყავი „ოქროს გლობუსის“ ოჯახის წევრი. დიდი მადლობა Film Independent-ის ჯგუფს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისა და მხარდაჭერისთვის.
დაბოლოს, დიდი მადლობა მსახიობ ნინო ვარსიმაშვილს, უამრავი სირთულის მიუხედავად, ჩემი მხარდაჭერისთვის წლების განმავლობაში და იმისთვის, რომ ჩემი სჯეროდა“ – აღნიშნულია რატი წითელაძის განცხადებაში.