LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი წითელაძე: „უზომოდ ბედნიერი ვარ! ამერიკამ „ექსტრაორდინარი მწვანე ბარათი” მომანიჭა! მიუხედავად უფულობისა და შიმშილიანი ღამებისა, ჩემმა მშობლებმა გაიღეს ყველაფერი ჩემი მომავლისთვის…“

416
რატი წითელაძე
რეჟისორი და მსახიობი რატი წითელაძე აშშ-ის „ექსტრაორდინარული მწვანე ბარათის“ მფლობელი გახდა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:
„უზომოდ ბედნიერი ვარ! ამერიკამ „ექსტრაორდინარი მწვანე ბარათი” მომანიჭა! არაჩვეულებრივი შესაძლებლობებისა და საერთაშორისო მიღწევებისთვის!
დავიბადე აჭარის ძალიან პატარა სოფელ ნაკირნათევში, სადაც მხოლოდ ათამდე ოჯახი ცხოვრობს. ბავშვობას ვატარებდი დედაჩემის სოფელ მარადიდში, და გავიზარდე ულამაზეს ბათუმში, უბანი არდაგანი.
პატარაობიდან ყოველთვის ვოცნებობდი წავსულიყავი ამერიკაში, ჰოლივუდში… ბევრი დამცინოდა, მაგრამ ვინც მართლა მიცნობდა, მათ სჯეროდათ, რომ დაუღალავი შრომით ყველაფერს მივაღწევდი.
მიუხედავად უფულობისა და შიმშილიანი ღამებისა, ჩემმა მშობლებმა გაიღეს ყველაფერი ჩემი მომავლისთვის, მათ მომცეს ის, რაც მათ თავად არ ჰქონდათ, ისინი ჩემი გმირები არიან!
ჩემთვის პირველი დიდი ნაბიჯი იყო თბილისში ჩამოსვლა, ასეთიდიდი ქალაქი, ყველაფერი უცხო იყო. აი, ამ მშვენიერ ქალაქში მივხვდი, რომ ოცნება მიზნად უნდა ვაქციო და ყველაფერი გამომივა!
ალბათ, მაშინაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავხდებოდი მსოფლიოს ჩემპიონი საბრძოლო ხელოვნებაში, ჩემს ფილმებს აჩვენებდნენ 400-მდე კინოფესტივალზე, და როგორც კინორეჟისორი, გავხდებოდი ევროპული კინოაკადემიის ნომინანტი, მივიღებდი ჯილდოს ოქროს გლობუსისგან, შემარჩევდნენ კანის, ბერლინალეს, ტორონტოს და სხვა პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, და როგორც მსახიობი საერთაშორისო ფილმებში ვითამაშებდი.
ეს ყველაფერი უზომოდ მახარებს და მაბედნიერებს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ შევქმენი ჩემი პატარა სამყარო ჩემს მეუღლესთან ერთად და მყავს პატარა ანგელოზი მოციმციმე თვალებით, რომელსაც ჩემს სულსა და გულს მივცემ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g