LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატი წითელაძის „სოციუმის პატიმარი“ 4000-მდე ფილმიდან საუკეთესოთა შორის დაასახელეს

426

რეჟისორი რატი წითელაძე წერს, რომ მისი ნამუშევარი „სოციუმის პატიმარი“ საუკეთესოთა შორის პრესტიჟულ ფესტივალზე Tampere Film Festivalმოხვდა.

გთავაზობთ რეჟისორის სტატუსს:

„4000-მდე ფილმიდან ჩვენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “სოციუმის პატიმარი” საუკეთესოთა შორის მოხვდა.

ფილმის პრემიერა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოსკარის, BAFTA და ევროპული აკადემიის საკვალიფიკაციო კინოფესტივალის Tampere Film Festival-ის მთავარ საერთაშორისო კონკურსში შედგება.

ფესტივალს 30,000-ზე მეტი მნახველი ყავს და მისი საერთაშორისო კონკურსის გამრარჯვებული შერჩეული იქნება ევროპული აკადემიისა და ოსკარის ნომინაციაზე.

ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას… ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებეზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

რეჟისორი / პროდიუსერი: რატი წითელაძე

პროდიუსერი: ნინო ვარსიმაშვილი (Nino Varsimashvili)

ადელინა პოლინას (Adelina Polina) მონაწილეობით

საპროდიუსერო კომპანია: ArtWay Film“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები