LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზომოდ ბედნიერები ვართ, ჩვენი ფილმის პროექტი 2 მთავარი პრესტიჟული HBO-სა და Avanpost-ის გამარჯვებული გახდა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე” – რატი წითელაძე

182
BeFunky-collage - 2023-08-23T000125.049

უზომოდ ბედნიერები ვართ, ჩვენი ფილმის პროექტი 2 მთავარი პრესტიჟული HBO-სა და Avanpost-ის გამრაჯვებული გახდა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, – აღნიშნულის შესახებ რეჟისორი რატი წითელაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

„უზომოდ ბედნიერები ვართ, ჩვენი ფილმის პროექტი 2 მთავარი პრესტიჟული HBO-სა და Avanpost-ის გამრაჯვებული გახდა სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე”, რომელიც ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კინომოვლენაა.

ძალიან ვამაყობ, რომ ამდენ წლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ ეს ერთად შევძელით, ჩემო უნიჭიერესო ოლგა.

„ადელინა: მონატრებისა და გაუცხოების სიმფონია” მოგვითხრობს ემიგრანტ, ადელინაზე და მის დედაზე… ერთი პატარა ოჯახის ამბავს, რომლის ერთობაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ეს არის ფილმი თავისუფლების წყურვილზე, აუხდენელ ოცნებებზე და მომავალზე, რომელიც გაურკვეველია.

დოკუმენტური ფილმის პროექტი უკვე შერჩეული იყო Karlovy Vary International Film Festival, CPH:DOX, Ji.hlava IDFF, და სხვა პრესტიჟულ ფესტივალებზე. ფილმი დაფუძვნებულია ჩვენს მოკლემეტრაჟიან ფილმზე “Prisoner of Society” რომელის ნაჩვენები იქნა მსოფლიო მაშტაბით 200-ზე მეტ კინოფესტივალზე, მოპოვებული აქვს 50-მდე საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ოსკარის საკვალიფიკაციო პრიზი და ევროპული კინოაკადემიის ნომინაცია!

რეჟისორი: რატი წითელაძე
პროდიუსერი: ოლგა სლუსარევა”, – ვკითხულობთ ტექსტში.

რატი წითელაძე: „საქართველოში არ მაღიარებენ… როდესაც „კანის“ კინოფესტივალზე ხუთ საუკეთესო რეჟისორში აგარჩევენ და „ოქროს გლობუსზე“ პრიზს მოგცემენ, მათი აღიარება ამ ყველაფერთან რა მოსატანია…“

,,თეთრი ღამეები” მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალის გამარჯვებულია!

ქართული სოფლიდან „ოქროს გლობუსზე“ – რატი წითელაძე რჩეულებს შორისაა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები