LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„8 თვის ფეხმძიმეს, ორ პატარა შვილთან ერთად, რომელთა საცხოვრებელი დაიწვა, რამდენიმე თვით ბინა ვუქირავეთ და ბევრი და საკვები მივუტანეთ – რატი წითელაძე სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

182
Untitled design
რეჟისორი და მსახიობი რატი წითელაძე სოციალურ ქსელის გამომწერებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებთან ერთადაც 8 თვის ორსული ქალისთვის ბინის დაქირავება და საკვებით უზრუნველყოფა შეძლეს.
? ? 8 თვის ფეხმძიმეს, ორ პატარა შვილთან ერთად, რომელთა საცხოვრებელი ადგილი და ყველაფერი დაიწვა, რამდენიმე თვით ბინა ვუქირავეთ და ბევრი ტანსაცმელი, სათამაშოები, საბავშვო ავეჯი და საკვები მივუტანეთ. მათ ახლა აქვთ ყველაფერი, ცხოვრების ახლიდან დასაწყებად. ❤️?
ასეთი შოკის შემდეგ, ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ, რომ უსაყვარლესი ბავშვები ცოტათი მაინც გაგვეხარებინა. ?
ჩემო კარგებო, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს! კეთილი ადამიანების გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა! ❤️?❤️
მრავალი წელია Olga Slusareva ეხმარება გაჭირვებულებს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რესურსებით შეუძლებელია ბევრის გაკეთება, და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გაგიზიაროთ მცირედი ნაწილი, უამრავი გაჭირვებული ადამიანის ცხოვრებიდან, რათა ყველამ ერთად, ერთობლივი ძალებით დავეხმაროთ მათ… ზოგჯერ მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დახმარებაც კი უაღრესად მნიშვნელოვანია! ძალა ერთობაშია! ?❤️
? საქართველოს ბანკი
? ლიბერთი ბანკი
მიმღები: ოლღა სლუსარევა
PayPal: [email protected]“, – წერს რატი წითელაძე.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები