LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული სპეცსამსახურების მიერ მომზადებული მასალა ხელში ჩაუვარდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს: იაგო ხვიჩია

85
xvichia

„ქართული სპეცსამსახურების მიერ მომზადებული მასალა ხელში ჩაუვარდა სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს,-ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რითაც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენის თაობაზე ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ მასალებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ქვეყანა შემზარავი რეალობის წინაშეა.

„ინფორმაცია როგორც მოხვდა მედიის ხელში, ამ გზით მოხვდებოდა სხვა ქვენის სპეცსამსახურების ხელშიც. ამ  ჩანაწერების არსებობის გამო ფატობრივად შესაძლებელია ყველა დააშანტაჟო: პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, საეკლესიო პირები და ასე შემდეგ.

ქართული სპეცსამსახურების მიერ მომზადებული მასალა სრულად ჩაუვარდა ხელში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და არავი იცის, როგორ იქნება ისინი გამოყენებული.

აქედან გამომდინარე, მოგებული არავინაა, არც მათ შორის ის ვინც ჩაიწერა, იმიტომ რომ ყველას შეეხება. როცა ამ ბრძანებას გასცემ იცოდე, რომ შენც ჩაგწერენ.

ბევრი რამ იქნება ჩაწერილი, როგორც წინა ხელისუფლების ხალხი, ასევე პერიოდის. ხელისუფლების და ასევე მისი ოპონენტებისთვისაც ეს პრობლემაა, იმიტომ, რომ გასაგებია ხელისუფლება საკუთარ მომხმრეებსაც უსმენდა, ეკლესიას ემეგობრებოდნენ ერთი შეხედვით და მეორე მხრივ უსმენდნენ. ამას იმიტომ აკეთებ, რომ ოდესღაც გამოიყენო და შენ თუ ვერ გამოიყენებ ამას, გამოიყენებს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები. შემზარავი რეალობის წინაშე ვართ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ მასალებს, რომელიც სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების გზით პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და ჟურნალისტების მოსმენას და თვალთვალს უკავშირდება პოლიტიკური პარტიების მხრიდან ურთიერთბრალდებები მოჰყვა.

ქართული ოცნება” დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.  მმართველი გუნდი ამბობს, რომ თავად პოლიტიკური ოპონენტების ოფისებიდან მიიღეს შიდაპარტიულ ჯგუფებში საუბრის დეტალები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები