LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულმა ოცნებამ” ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

229
Screen-Shot-2020-07-20-at-11.36.42-AM-780x405

მმართველმა გუნდმა ბათუმში, მოსახლეობას “ქართული ოცნების” პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ეკონომიკა დღეს იქმნება არამხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა.

წარდგენას “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.

“ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე, ბათუმი არის წერტილი, როგორც საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო გზების კვანძი. წლებია, რაც ბათუმს ქვეყნისთვის აქვს უაღრესად დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა, არამხოლოდ ეკონომიკური, რა თქმა უნდა, კულტურულიც.

ეკონომიკა დღეს იქმნება არამხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმი არის ის ქალაქი, რომლის წარმატებითაც თითოეული ქართველი ამაყობდა და იამაყებს.

პანდემიისას რთული დღეები დაგვიდგა და ბათუმი განსაკუთრებით დაზიანდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და მომავალშიც ერთად ყველაფერს გავაკეთებთ რომ დარტყმა ბიზნესზე, ქვეყნის ეკონომიკაზე ბათუმის ეკონომიკაზე მინიმუმამდე დავიყვანოთ“, -განაცხადა პრემიერმა გამოსვლისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები