თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე, მმართველმა პარტიამ, წინასაარჩევნო კამპანია მომხრეებთან ერთად ოფიციალურად დაასრულა.
ბოლო, შემაჯამებელი ხალხმრავალი შეხვედრა თბილისის ცენტრში გამართა. მხარდამჭერებს სცენიდან “ქართული ოცნების” თითქმის ყველა ლიდერმა მიმართა. პირველი კი მთავრობის მეთაური იყო. ოპონენტების კრიტიკის გარდა, პრემიერ-მინისტრმა მომხრეებს მმართველი პარტიის სამოქმედო გეგმაზე, განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ რეფორმებზეც ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის აქტიურობაზე გაამახვილა.
ღონისძიების დასრულების შემდეგ პრემიერმა სცენიდან მომხრეებში გადაინაცვლა, მათ პირადად გაესაუბრა და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის.