LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართულმა ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რეგიონებში

573
123

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა, სადაც ხელისუფლების უმაღლესი პირები იმყოფებიან. სიტყვით გამოვიდა პარტიის თავჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

 

ცხადია, „ქართულ ოცნებას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები 30-ვე საარჩევნო ოლქში ეყოლება.

რეგიონებში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სია ასეთია:

 

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – შალვა კერესელიძე

თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ქადაგიშვილი

გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქი – დავით სონღულაშვილი

რუსთავის საარჩევნო ოლქი – ნინო ლაცაბიძე

მარნეული-გარდაბნის საარჩევნო ოლქი – ზაურ დარგალი

ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის საარჩევნო ოლქი – გოგი მეშველიანი

გორი-კასპის საარჩევნო ოლქი – გიორგი ხოჯევანიშვილი

ხაშური-ქარელის საარჩევნო ოლქი – ზაზა დუგლაძე

ახალციხე-ადიგენი-ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქი – ანტონ ობოლაშვილი

ახალქალაქი-ნინოწმინდის საარჩევნო ოლქი – სავალ მანუკიანი

ქუთაისის საარჩევნო ოლქი – ზაზა ლომინაძე

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის საარჩევნო ოლქი – პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის საარჩევნო ოლქი – ბეჟან წაქაძე

სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის საარჩევნო ოლქი – გივი ჭიჭინაძე

ამბროლაური-ონი-ცაგერი-მესტია-ლენტეხის საარჩევნო ოლქი – გოჩა ენუქიძე

ზუგდიდის საარჩევნო ოლქი – ირაკლი ჩიქოვანი

ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქი​ – ირაკლი ხახუბია

აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი – ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის საარჩევნო ოლქი – ვასილ ჩიკოკიძე

ბათუმის საარჩევნო ოლქი – რესან გონცელიძე

ქობულეთის საარჩევნო ოლქი – ზაალ მიქელაძე

ხულო-შუახევი-ქედისა და ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქი – ანზორ ბოლქვაძე

 

დღესვე ხელისუფლებამ დედაქალაქის რაიონებში მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

 

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში ახალი სისტემით გაიმართება. 120 დეპუტატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით აირჩევა.

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები