LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

125
987

მთელი “ქართული ოცნება” კოჯორშია შეკრებილი, სადაც ხელუსუფლება ოქტომბრის არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გარდა, სიტყვით მაღალი თანამდებობის პირებიც გამოვიდნენ. მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პრემიერმა მომავალ არჩევნებზე გაამხვილა ყურადღება.

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

“ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ უმაღლესი დემოკრატიულობის ხარისხით და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება. ზუსტად ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო, ზუსტად ვიცით, რა გამოწვევებს უნდა ვუპასუხოთ სწრაფად, ეფექტიანად და გვაქვს კონკრეტული გეგმა.
ჩვენ არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესიული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და ამის შემდგომ შენება. პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

 

ურთიერთნდობა და ერთად აღებული პასუხისმგებლობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი უფრო საზოგადოებრივ საკითხებს შეეხო:

„წლების განმავლობაში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქესთან, ემიგრაციაში მყოფ თანამემამულეებთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დაცული ყოფილიყო ჩვენი ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, შეუქცევადი გაგვეხადა დემოკრატიული განვითარება, გვეზრუნა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, დაცული ყოფილიყო ადამიანთა უფლებები და გაგვეზარდა ეკონომიკა. დღეს შევიკრიბეთ, რომ განვამტკიცოთ ურთიერთნდობა და მომავალზეც ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა. ჩვენ შეგვიძლია კარგი თანამშრომლობით მივაღწიოთ ახალ წარმატებებს, კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ, აღვადგინოთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკა, შვილებისთვის გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ხანდაზმულებისთვის უფრო ღირსეული პირობები ვუზრუნველვყოთ, დავაბინაოთ დევნილები და განვაგრძოთ ძალისხმევა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. საქართველო და ჩვენი ხალხი ამას იმსახურებს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია


გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს

სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი და დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი სახე კახა კალაძე:

„ქართული ოცნება” არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე არსებულ პრობლემებთან ეფექტიანად გამკლავება შეუძლია. ჩვენ გვაქვს მომავლის ხედვა და იმედი. ვიცით, რას ნიშნავს თითოეული ქართველისთვის, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის წარმატებული, განვითარებული, თავისუფალი და ერთიანი საქართველო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად”, – განაცხადა კალაძემ და ბიძინა ივანიშვილის 8 წლის წინანდელი ღვაწლი გაიხსენა:

“მაშინ, ჩვენ ფაქტობრივად დავიბრუნეთ საკუთარი სამშობლო და შევძელით ქვეყნის მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების რელსებზე დაყენება. ამ წლების განმავლობაში ბევრ წარმატებას მივაღწიეთ თითქმის ყველა სფეროში, თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც კვლავ ერთად უნდა დავძლიოთ, ისევ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ქვეყნის წარმატებისთვის. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც მუდმივად უსმენს ხალხს, გრძნობს მის მაჯისცემას და საზოგადოების მოთხოვნებს რეალური შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ადეკვატურად პასუხობს. წარმატებული, განვითარებული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს ასაშენებლად, ჩვენ გვჭირდება თითოეული მოქალაქის ენერგია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის შენების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობა. ყველამ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი იმსახურებს წარმატებას, იმსახურებს ღირსეულ ადგილს ერთიან ევროპულ ოჯახში და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები